LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ენერგეტიკა და ქიმია“ – ხავიერ ბარდემი პენელოპასთან შეხვედრას იხსენებს, პენელოპა კი მას ცხელ ფოტოებს უღებს

299
page

55 წლის ესპანელი მსახიობი, ხავიერ ბარდემი გამოცემა Gentlemans Journal-ის გარეკანზე მოხვდა, პიკანტური ფოტოები მას თავად პენელოპა კრუსმა გადაუღო.

იშვიათ ინტერვიუში ბარდემმა საყვარელ ქალთან შეხვედრისა და „ნეტფლიქსის“ ცნობილ სერიალში, Monsters: The Lyle and Erik Menendez Story მონაწილეობაზე ისაუბრა.

„როდესაც პირველად ვნახე, თვალს ვერ ვაშორებდი, თითქოს მომაჯადოვა. თუმცა, იძულებული გავხდი, უარი მეთქვა საკუთარ გრძნობებზე, რადგან პენელოპა მხოლოდ 17 წლის იყო. შემდეგ ჩვენ 2007 წელს, ხელმეორედ შევხვდით ერთმანეთს. იმ პერიოდში ორივე მარტოები ვიყავით, მაშინვე მივხვდი, რომ გრძნობები ისევ მქონდა მის მიმართ. მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტიც, რომ ჩვენ ერთმანეთს წარსულშიც ვიცნობდით. მაშინ, როცა ჯერ კიდევ ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდით. ენერგეტიკა და ქიმია იყო ჩვენს შორის. აგრეთვე ერთმანეთის იმედი, რომელიც დღემდე მოგვყვება“, – იხსენებს ხავიერი.

ცნობისთვის, პირველად წყვილი 1992 წელს, ბიგას ლუნას ფილმის „ლორი! ლორი!“ გადაღებებზე შეხვდა ერთმანეთს. მსახიობები რამდენიმე პიკანტური სცენაში გამოჩნდნენ და სწრაფად მოიპოვეს ესპანეთის მთავარი სექს-სიმბოლოს სტატუსი. მეორედ წყვილი 2007 წელს, ფილმის „ვიკი, კრისტინა, ბარსელონას“ გადაღებებზე გადაიკვეთნენ და მას შემდეგ აღარც განშორებულან. მათ ორი შვილი ჰყავთ.

ვიდეო: „ქალი, რომელიც მე მიყვარს“ – ხავიერ ბარდემმა სიტყვით გამოსვლის დროს ცრემლები ვერ შეიკავა და პენელოპა კრუსიც ააქვითინა

„მას შეუძლია ერთდროულად ალ პაჩინო და რობერტ დენირო განასახიეროს“ – პენელოპა კრუსი გამოცემა ELLE-ს გარეკანზე მოხვდა და ინტერვიუში ხავიერ ბარდემის შესახებ ისაუბრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები