LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ენის დაბადებამ ყველაფერი შეცვალა, თითქოს ახალი თვალებით ვუყურებთ სამყაროს. შვილის გაჩენამ კიდევ უფრო გაამძაფრა ჩვენი ერთიანობა და ურთიერთობებში მეტი სიყვარული, მხარდაჭერა და ზრუნვა შემოიტანა“ – ელენე ეპიტაშვილი ჟურნალ „სითის“ გარეკანზე

273
ელენე ეპიტაშვილი

ფეხბურთელ გიორგი მამარდაშვილის მეუღლე ელენე ეპიტაშვილი ჟურნალ „სითის“ გარეკანზეა. ულამაზესმა ელენემ ინტერვიუში სხვა და სხვა თემები მიმოიხილა.

– სად და როდის შეხვდით ერთმანეთს?

⁃ მე და გიორგიმ 2021 წლის ბოლოს გავიცანით ერთმანეთი. ჩვენი პირველი შეხვედრა თბილისის ერთ-ერთ რესტორანში იყო. ცოტა ხნით იყო ჩამოსული და მაშინ ვნახეთ ერთმანეთი პირველად.

– რა შეცვალა ენის გამოჩენამ თქვენს ცხოვრებაში?

– ყველაფერი შეიცვალა, თითქოს ახალი თვალებით ვუყურებთ სამყაროს. შვილის გაჩენამ კიდევ უფრო გაამძაფრა ჩვენი ერთიანობა და ურთიერთობებში მეტი სიყვარული, მხარდაჭერა და ზრუნვა შემოიტანა.

– როგორ შეარჩიეთ მისთვის სახელი?

– დიდი ხანი ვარჩევდით სახელს. გვქონდა რამდენიმე ვარიანტი, თუმცა საბოლოოდ შევჩერდით ენიზე. მინდოდა მოკლე, უნივერსალური და საყვარელი სახელი აგვერჩია.მუცლიდანვე შევარქვით ენი და ისე შევეჩვიეთ, სხვა სახელი მასზე უკვე ვეღარ წარმოგვედგინა.

გიორგი მამარდაშვილის მეუღლე შვილთან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

ფოტო: „ოჯახი“ – გიორგი მამარდაშვილის მეუღლე თბილ კადრს გვიზიარებს

„როცა ენის სძინავს“ – მოდელი ელენე ეპიტაშვილი არაჩვეულებრივ ფორმაშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g