LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ ხაბეიშვილზე: უნდა გვაერთიანებდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გადარჩენა, სამწუხაროა, რომ ინდივიდები ამ საკითხს გასახლეჩად იყენებენ – 4 იანვარს აქციები გაიმართება არა 2, არამედ 8 მდებარეობაზე

195
ენმ ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მან დღეს განაცხადა, რუსი უფლებადამცველის მარკ ფეიგენის ინიციატივას სოლიდარობის აქციასთან დაკავშირებით, პარტიის მიერ დაგეგმილისგან განსხვავებულ ადგილმდებარეობაზე უერთდება.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ენმ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სოლიდარობის აქცია პარტიის მიერ 31 დეკემბერს დაიგეგმა. მათ შორის, შეირჩა ადგილმდებარეობებიც საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. ენმ-ის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა.

„შესაბამისად, პარტიის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც მედიაშიც გაჟღერდა, სოლიდარობის აქცია თბილისში, 4 იანვარს, 18:00 საათზე, მშვიდობის ხიდზე გაიმართება. ხოლო ადგილმდებარეობა მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება არა 2, არამედ 8.

8 „ლოკაციიდან“ 3 – თელავის, გორისა და რუსთავის აქციების ორგანიზება დაევალა ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერ თავმჯდომარეებს.
პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა არის ის საკითხი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და სამწუხაროა, რომ ინდივიდები მას გასახლეჩად იყენებენ.

სოლიდარობისა და მიშას სიცოცხლისათვის 4 იანვარს, 18 საათზე:

⭕️ თბილისი – მშვიდობის ხიდი
⭕️ ქუთაისი – პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია
⭕️ ბათუმი – თავისუფლების კვარტალი, კონსტანტინე გამსახურდიას 9
⭕️ ზუგდიდი – ზუგდიდის იუსტიციის სახლთან
⭕️ ოზურგეთი – ბიძინა ივანიშვილის სახლთან (შეკვეთილში).“– ნათქვამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g