LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს: “გთხოვთ, გამოიყენოთ ყველა ზომა სააკაშვილის სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვისთვის”

182
BeFunky-collage (29)

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საერთაშორისო თანამეგობრობას, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობოებს მიმართავს თხოვნით, რომ გამოიყენონ ყველა შესაძლო ზომა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და პირადი უსაფრთხოების დაცვისთვის.

“დღეს სამთავრობო ტრიბუნიდან, საქართველოს ხელისუფლების სახელით გამოსულმა, იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ამავე შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ ხელისუფლების სხვადასხვა წევრები, პრემიერმინისტრი, თბილისის მოქმედი მერი და მმართველი პარტიის ლიდერები.

მოგმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს: გთხოვთ, მიიღოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო ზომა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლება და პირადი უსაფრთხოება.

საქართველოს ხელისუფლებამ არ იკმარა სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა და ახლა უკვე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს სასიკვდილოდ იმეტებს”, — ნათქვამია განცხადებაში.

ენმ საქართველოს მოქალაქეებსაც მიმართავს:

“ყველამ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური სიმპათიებისა, პირადი განწყობებისა და დამოკიდებულებებისა, არ უნდა დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში. ხელისუფლების მიერ მესამე პრეზიდენტის იქ მოთავსება მისი მკვლელობის ტოლფასია და უმძიმესი შედეგები მოჰყვება, როგორც პოლიტიკურ, ისე ისტორიულ ჭრილში”,- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაკავების დღიდან, 26 დღეა შიმშილობს.

პოპულარულები