ენრიკე იგლესიასის თაყვანისმცემლები დიდი ხანია მიეჩვივნენ იმ ფაქტს, რომ ესპანელი შემსრულებელი, მისი და ანა კურნიკოვას ტყუპების სახალისო ვიდეოებს მათ ხშირად უზიარებს. იმ ფონზე, როცა ფანები მოუთმენლად ელოდებიან, როდის იხილავენ ახალ კადრებს, 1 წლის ნიკოლასისა და ლუსის მონაწილეობით, ამ დღეებში, 43 წლის ვარსკვლავმა ტრადიციას არ უღალატა და ქსელში მორიგი ვიდეო განათავსა.
ვიდეოში, რომელიც 2 მილიონზე მეტმა ინტერნეტმომხმარებელმა ნახა, ,,ლათინური პოპის მეფე” საბავშვო მანქანაში ზის, პატარები კი მის ავტომობილს აწვებიან.
შეგახსენებთ, რომ ენრიკე იგლესიასი და ანა კურნიკოვა ტყუპების მშობლები 2018 წლის 16 დეკემბერს გახდნენ.