ჩინეთი რუსეთს ლეტალურ იარაღს თუ მიაწვდის, ვაშინგტონი ოფიციალურ პეკინს სანქციებს დაუწესებს, – აღნიშნულის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„არ დავფიქრდებით ჩინური კომპანიებისთვის და ინდივიდებისთვის სანქციების დაწესებაზე, იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი დაარღვევს ჩვენს სანქციებს და ეცდება რუსეთის დახმარებას. ჩვენ ამას პირველივე დღიდან ყურადღებით ვადევნებთ თვალს.
მიზეზი, რის გამოც ამ საკითხზე ვსაუბრობ არის ის, რომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ ინფორმაციით, რომ ჩინეთი განიხილავს მისი ზოგიერთი კომპანიის არალეტალური მხარდაჭერიდან უკრაინაში რუსეთი სამხედრო ძალისხმევის დე ფაქტო ლეტალურ მატერიალურ მხარდაჭერაზე გადასვლას“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.