ექიმ-ინექციონისტი ფიდან ანდრიაშვილი გადაცემას „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ სტუმრობდა, სადაც მის კარიერულ წინსვლასა და ცხოვრებისეულ სირთულეებზე ისაუბრა.
„თბილისში 2017 წელს ჩამოვედი. სურვილი მქონდა სამედიცინო უნივერსიტეტში ჩამებარებინა და ექიმი გამოვსულიყავი. დედაჩემის ოცნებაც სწორედ ეს იყო, რომ მისი ერთადერთი ქალიშვილი ექიმი გამხდარიყო და მეც გადავიწყვიტე, მისთვის ეს ოცნება ამესრულებინა.
ესთეტიკური სილამაზით დავინტერესდი, პლასტიკურ ქირურგიაზეც ვფიქრობდი, თუმცა დღეს საკმაოდ წარმატებით, ექიმ-ინექციონისტად ვმუშაობ.
ჩემი წარმატების ფორმულა კმაყოფილი პაციენტები არიან, მათი ბედნიერი სახეები ჩემი ყველაზე დიდი მოტივაციაა…
ჩემი სიყვარულის ისტორია სტუდეტობიდან დაიწყო, ის ქართულენოვან სექტორში სწავლობდა, თუმცა ერთმანეთს საერთო ლექციაზე შევხვდით, მაშინ ამბობდა, რომ ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო… ხშირი კომუნიკაცია არ გამოგვდიოდა, რადგან სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს ძალიან ბევრი აქვთ სასწავლი… ეს იყო ის ურთიერთობა, როდესაც ადამიანი არა ტვინით, არამედ გულით ფიქრობს…
შემდეგ სასწავლებლად ბაქოში წავედი, თუმცა საქართველოში ცხოვრებას ისე შევეჩვიე, ბაქოში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი. დავიწყე კერძო ბიზნესი…
შემდეგ გადავწყვიტე მისთვის შანსი მიმეცა, ვერ მოვახერხე მისი დავიწყება, თუმცა მე ამ ადამიანში ძალიან შევცდი, ამას ძალიან მალე, ქორწინებიდან დაახლოებით, 1 თვეში მივხვდი…
გაუგებრობები და რეგულარული სკანდალები დაიწყო, რომ მე არ ვასრულებდი ჩემს ქალურ მოვალეობებს, დასუფთავება, დალაგებას ვგულისხმობს…
მე ვიყავი მისი ცოლი და თან არ ვიყავი, ვერ ვიგებდი, რატომ არ ვიყავი მისი ცოლი…
დიახ, მე ვმუშაობდი, მაგრამ ვფიქრობ, კაცებმა, რომლებიც ექიმ ქალებზე ქორწინდებიან უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ საკუთარ პაციენტებთან პასუხისმგებლობა გვაქვს…
ჩვენ ასე არ შევთანხმებულვართ, გვინდოდა წარმატებული ექიმები ვყოფილიყავით, მაგრამ ქორწინების შემდეგ მოვლენები სხვანაირად განვითარდა… რისთვის ვისწავლე ამდენი?! რატომ უნდა გამეკეთებინა ეს?! თან ეს ის პერიოდია, როდესაც ჩემი პაციენტის რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა…
მქონდა იმედი, რომ ბავშვის დაბადება ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლიდა და ოჯახს გაამყარებდა… მჯეროდა, მანამ სანამ განქორწინების დოკუმენტები მომივიდოდა, ამ დროს კლინიკაში ვიყავი, ორსულობის მეოთხე თვიდან ჩვენ ერთად აღარ ვცხოვრობდით…
ჩემი შვილი მამას არ იცნობს, მას არავინ უკრძალავს ბავშვის ნახვას, მაგრამ არ ინტერესდება… არც რეკავს, თუ ადამიანს ამის სურვილი არ აქვს, მე არ ვაიძულებ…
მან ჩემგან ისწავლა ეს პროფესია, როცა წარმატება და ფული იგრძნო შეიცვალა მისი დამოკიდებულებები…
მე შემიყვარდა უბრალო სტუდენტი, რომელიც მიმტანად მუშაობდა, საბოლოოდ ჩამოყალიბდა ადამიანად, რომელსაც უნდოდა დიდი ფული და მე მის გვერდით ვერ მხედავდა.
ცხოვრებაში ძალიან ბევრი სირთულე გადავლახე. მე უნდა ვყოფილიყავი ძლიერი ჩემი შვილის გამო, რომელსაც მამა არც იცნობს. კომპლექსიან კაცებს არ უყვართ ძლიერი ქალები, ვერ ეგუებიან“
,,კომპლექსიან კაცებს არ უყვართ ძლიერი ქალები, ვერ ეგუებიან."- ფიდან ანდრიაშვილი,, ცხოვრებაში ძალიან ბევრი სირთულე გადავლახე. მე უნდა ვყოფილიყავი ძლიერი ჩემი შვილის გამო, რომელსაც მამა არც იცნობს. კომპლექსიან კაცებს არ უყვართ ძლიერი ქალები, ვერ ეგუებიან."- ფიდან ანდრიაშვილი ⭐️ დაუმეგობრდით ნანუკას Instagram-ზე: https://instagram.com/nanukashow 🌟 ნანუკას 𝗧𝗶𝗸𝗧𝗼𝗸 გვერდი: https://www.tiktok.com/@nanukashow
Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2024