LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმებზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლა დასჯადი გახდება

129
doctor 2

ინიციატივა, რომელიც სამედიცინო პერსონალზე რაიმე სახის ზეწოლის ფაქტების გამოვლენას და რეაგირებას გულისხმობს, პარლამენტს ორ კვირაში წარუდგენენ. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადენს, რომ ეს პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარეა კეთდება.

„საუბარია სამსახურეობრივი მოვალეობის დროს მედპერსონალზე და სოციალურ მუშაკებზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში გამკაცრებულ სისხლის სამართებლივ თუ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე. ეს, პირველ ყოვლისა, გამოწვეულია პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ გახშირდა ძალადობის ფაქტები, როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური და ეს პირველ ყოვლისა, საფრთხეს უქმნის პაციენტის ჯანმრთელობას“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g