როგორც წესი, ბავშვის გაციებისა და ვირუსული ინფექციების დროს ექიმთან მისვლამდე მშობლები დამოუკიდებლად ცდილობენ შემაწუხებელ სიმპტომებთან ბრძოლას. ხშირად აფთიაქის კონსულტანტის რეკომენდაციით ან ახლობლების რჩევით მშობლები სხვადასხვა სახის მედიკამენტს ყიდულობენ. ცნობილი უკრაინელი პედიატრი, ევგენი კომაროვსკი ყურადღებას გაციების ყველაზე ხშირ სიმპტომზე, ხველაზე ამახვილებს და ხსნის, რამდენად სახიფათოა ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება ჯანმრთელი ბავშვებისთვის.
- ხველის საწინააღმდეგო წამლები, ძირითადად, წარმოადგენს ამოსახველებელი და მუკოლიტური ჯგუფის პრეპარატებს.მუკოლიტები ესაა მედიკამენტები, რომლებიც აძლიერებს სისველეს ფილტვებში და თეორიულად, ხელს უშლის ამოხველებას.
- ისინი თითქმის არასოდეს გვჭირდება, რადგან სიცხის, სურდოსა და ხველისას, როგორც წესი, საქმე გვაქვს ზედა სასუნთქი გზების ინფექციებთან. ესაა – რინიტი, ფარინგიტი, ან ლარიგნიტი. ჩნდება კითხვა, რატომ უნდა გავზარდოთ სისველე ფილტვებში, როცა თქვენ სურდო გაქვთ და ყელი გტკივათ. მხოლოდ იმიტომ, რომ მედიკამეტს კარგი რეკლამა აქვს?
- წამალი უნდა დანიშნოს მხოლო ექიმმა. ამოსახველებელი საშუალებები ძალიან, ხაზსს ვუსვამ, ძალიან იშვიათად საჭიროა ქვედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს. მაგალითად – ესაა ბრონქიტი და ფილტვების ანთება. ამ დაავადებებს კი მკურნალობს ექიმი და არა სარეკლამო კომპანიები.
- ამოსახველებელი საშუალებები კი არ ამცირებს, არამედ აძლიერებს ხველას. თუ ორგანიზმში არის სითხის დეფიციტი და ოთახში იგრძნობა ჰაერის სიმშრალე, ხველა კიდევ უფრო გაძლიერდება. თუ ბავშვი გაციებისას ბევრ სითხეს სვამს და ოთახში კარგი ტენიანობაა, ამოხველება ისედაც მარტივი ხდება და ამას წამალი არ სჭირდება. ამოსახველებლი საშუალებების ეფექტურობა ბევრი სითხის მიღებასთან შედარებით დამტკიცებული არ არის.
- მუკოლიტები და ამოსახველებელი პრეპარატები, მათ შორის სიროპებიც, ძალიან საშიშია პატარა ბავშვებისთვის. პატარებში ამოხველების რეფლექსი ბევრად დაბალია, ვიდრე მოზრდილებში. როგორც წესი, წამლის მიღების შემდეგ დაგროვილი სითხე ზევით ვერ ამოდის და ფილტვებში გროვდება, სწორედ ეს ხდება ხშირად ბრონქიტისა და პნევმონიის მიზეზი. თუ ოთახში მშრალი ტენიანობისა და სხეულის მაღალი ტემპერატურის პირობებში ბავშვს ამოსახველებელ წამალსაც დაუმატებთ, თქვენ მაქსიმალურად ზრდით ფილტვების ანთების განვითარების რისკს. ბევრ ქვეყანაში ამოსახველები მედიკამენტები 5 წლამდე ბავშვებისთვის აკრძალულია, ხოლო 2 წლამდე მათი დანიშვნა კრიმინალად ითვლება.
- ტელევიზორი უნდა შეცვალოს ჯანსაღმა აზროვნებამ. არ იყიდოთ ამოსახველებელი წამალი ექიმის მკაცრი რეკომენდაციის გარეშე. ხოლო თუ თუ ექიმმა 2 წლამდე ბავშვს ამოსახველებლი წამალი დაუნიშნა, ეს ექიმი მაშინვე გამოცვალეთ.