„ექიმს ვესაუბრეთ დღეს ყველაფერი კარგად არისო“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პატარა გაბრიელ ჩადუნელის დედა წერს და შვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას გვიზიარებს.
თაკო ბარბაქაძე ამბობს, რომ პატარა გაბის ანალიზები ნორმაშია, ისევე როგორც სხვა ორგანოების ფუნქციები.
„ექიმს ვესაუბრეთ დღეს ყველაფერი კარგად არისო მუცლის ღრუც შევამოწმეთო და ნაწლავი ის ზომა არის რაც უნდა იყოსო… ჩაბრუნება შესაძლებელია, თუმცა ჯერ მაინც ვერ ჩავაბრუნებდით სანამ წონას ცოტა არ მოიმატებსო… ცოტა ხანი დააკვირდებიან და შემდეგ გაგვწერენ სახლში… რაღაც დროის მერე დაგვიბარებენ შეამოწმებენ ბავშვის წონას და ოპერაციაც დაიგეგმება.. ანალიზები კარგი აქვს და ასევე სხვა ორგანოების ფუნქციებიც პირით კვებას ცოტა მოუმატეს და თუ კარგად შეირგებს კიდევ მოუმატებენ. ზომა კარგია თუმცა ახლა ფუნქციას ამომწმებენ რამდენად ფუნქციიურია… იმ კოშმარული დღიდან თუ ისევ ამ სიტყვებს მოვისმენდი უბრალოდ არ წარმომედგინა ღმერთს უყვარს ჩემი პატარა…“ – წერს თაკო ბარბაქაძე.
ცნობისთვის, პატარა გაბრიელ ჩადუნელი, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ამ ეტაპზე, მკურნალობის კურსს გერმანიაში გადის და რომელიც რამდენიმე დღის წინ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, ახლა მკურნალობას სტაციონარულ განყოფილებაში აგრძელებს.
