პატარა გაბრიელ ჩადუნელი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პროგრესს მთელი საზოგადოება განსაკუთრებული სიყვარულითა და გულშემატკივრობით ადევნებს თვალს, ყოველდღიურად სიახლეებით გვახარებს.
რამდენიმე დღის წინ, გაბის დედამ, თაკო ბარბაქაძემ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს ამცნო, რომ ბიჭუნა წონაში სტაბილურად იმატებს და უკვე 3 კილოსა და 720 გრამს იწონის.
ამჯერად თაკო მორიგ ემოციურ და მხიარულ კადრებს აქვეყნებს და წერს:
„გვასწავლიდნენ აპარატურას და ყველაფერს, რაც დაგვჭირდება და გაბრიელმა ლაპარაკი ისწავლა. ![]()
![]()
ესე იგი, იმდენი ელაპარაკა იმ მასწავლებელს, გაკვირვებული ვიყავი მეც და ისიც. ![]()
“ – წერს თაკო ბარბაქაძე.
