პატარა გაბრიელ ჩადუნელის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პროგრესს მთელი საზოგადოება განსაკუთრებული გულშემატკივრობით ადევნებს თვალს.
გაბრიელის დედა, თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას მოუწოდებს დაეხმარონ ადამიანს, რომელმაც გაბისთვის ფული შეაგროვა.
„ერთხელ ერთმა ადამიანმა როცა გაბი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო ფული შეგვიგროვა. სხვა ფონდებისგან განსხვავებით მან ჩვენი ანგარიშის ნომრები მოუთითა.. და ეს იცით რაზე მიუთითებს? იმას რომ ფულის გამო არ აკეთებს სიკეთეს…სხვებისგან განსხვავებით…,ახლა კი მას ჭირდება გვერდით დგომა..
კაცს რომელსაც არაერთი ბავშვი და დიდი გადაურჩენია. ახლა იმ ეტაპზე ვართ როცა დიდი აუდიტორია მყავს… საკმაოდ ფართე იმედი, მაქვს რამით დაგეხმარებით. ჩვენი პატივის ცემა თქვენ და ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება გაწვდილი ხელი
საქ: #GE06BG0000000609964541
თბს:#GE77TB7688445064300124
მიმღები: ლევან მაზმიშვილი“, – წერს თაკო ბარბაქაძე.
