LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემს გარეშე ვეღარ ძლებს, დამინახავს თუ არა მაშინვე თავის ორ კიჭს მაჩვენებს…ამდენი ადამიანი ლოცულობს, როგორ შეიძლება რომ დანებდეს“ – თაკო ბარბაქაძე

151
2026-08-19_23-03-17_007446

პატარა გაბრიელ ჩადუნელს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პროგრესს მთელი საზოგადოება განსაკუთრებული გულშემატკივრობით ადევნებს თვალს.

გაბრიელის დედა სოციალურ ქსელში მორიგ პოზიტიურ ამბავს გვიზიარებს, სადაც წერს, რომ ამჟამად უსაყვარლეს ბიჭს ყველაფერი წესრიგში აქვს.

„რამხელა ბრძოლა გამოვიარეთ… ფაქტიურად 8თვე კლინიკაში ვიცხოვრე. დამავიწყდა როგორია ოჯახი…ხან მე ვრჩებოდი სახლში მარტო ხან ჩემი ქმარი, ერთმანეთს ვენაცვლებოდით. დღეს ბოლო დღეა ჩემი აქ დარჩენის..თუმცა სულ ბოლო არა.. ერთი ოპერაცია წინ კიდევ გვაქვს.. სტომის ჩაბრუნება… ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის..თუმცა მალე უნდა გაკეთდეს..ცოტა უნდა მოძლიერდეს ბავშვი….დაგვიბარებენ ისევ ხელმეორედ გამოიკვლევენ ნაწლავს და შემდეგ დაიგეგმება..

ამჟამად გაბის ყველაფერი წერიგში აქვს…წონით ისევ 4კილოს იწონის, თუმცა დღეს დანამატები დაუმატეს და ვფიქრობ რომ ისევ კარგად მოიმარებს..სიმართლე გითხრათ ძალიან აღარ ვდარდობ, რადგან ბავშვის ვიზუალი აღარ მაშინებს გაბუშტული ლოყები აქვს და სიმაღლე საერთოდ 65სმ არის. აღარ ეტყობა ყველა ნეკნი ზედ. აღარ ეშინია ჩემი.

ადრე ჩემიც ეშინოდა და ექთნებისაც სულ ტიროდა.. ახლა კი ჩემს გარეშე ვეღარ ძლევს დამინახავს თუ არა მაშინვე თავის ორ კიჭს მაჩვენებს. ჩემი ძლიერი ბიჭი, აღარც ვნერვიულობ შემდეგ ოპერაციაზე, ეს ხომ გაბია ყველაფერს უნდა გაუძლოს ამდენ ადამიანს უყვარს და ამდენი ადამიანი ლოცულობს, როგორ შეიძლება რომ დანებდეს? ამას არც განვიხილავ ფიქრებშიც კი!! ხვალიდან სახლში გადაღებულ ვიდეობს დავდებ. ჯერ კიდევ არ მჯერა“, – წერს თაკო ბარბაქაძე.

ვიდეო: „ღმერთის და იმ ექიმის მადლობელი ვარ, რომელიც ოპერაციიდან წავიდა, რადგან ახლა ჩემი შვილი ჩემთან არ იქნებოდა“ – თაკო ბარბაქაძის ემოციური პოსტი

„ეს სასაცილო ბიჭი დღითი დღე უფრო იზრდება და ლამაზდება..გაბი 3 კილო და 720 გრამია, ყველა ანალიზი ნორმაში აქვს..ნაწლავის ფუნქცია ნაწილობრივ აღდგენილია, საჭმელს ითვისებს“ – გაბრიელ ჩადუნელის დედა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

„ბედნიერი ღიმილით და ჯანმრთელს გეცხოვროს ასი წელი საყვარელო ბიჭო…“ – პატარა გაბრიელი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს 8 თვის გახდა

„გაბის დღეს ისევ ერთი ანესთეზია ელოდება, კიდევ ერთი ოპერაცია… მჯერა, რომ უპრობლემოდ ამოიყვანენ…“ – თაკო ბარბაქაძე შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები