LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ექსების აღორძინება“ გრძელდება – ჯენიფერ ენისტონი და მისი ყოფილი ქმარი ერთად გამოიჭირეს

222
Untitled.pngsfdsfsf

4 წლიანი განშორების შემდეგ, ჯენიფერ ენისტონი ყოფილ ქმართან, ჯასტინ ტერუსთან ვახშმობის დროს გამოიჭირეს. მართალია, წყვილი აცხადებს, რომ მათ მეგობრობა აკავშირებს, თუმცა მათი შეხვედრები საკმაოდ გახშირდა, ამიტომ, ტაბლოიდებს საფუძვლიანი ეჭვი გაუჩნდა, რომ ჯენიფერი და ჯასტინი კვლავ ერთად არიან.

მსახიობებს ფოტო ფანმა ბრუკლინში, ერთ-ერთ რესტორანში გადაუღო, ისინი ვარსკვლავი მეგობრების, ჯონ ჰემის, ჰოვარდ სტერნის და ჯიმი კიმელის გარემოცვაში იყვნენ.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ მათი ერთად დაფიქსირების, გასულ წელს გავრცელდა ფოტო, სადაც ისინი ერთმანეთს ეხუტებოდნენ და საკმაოდ ბედნიერადაც გამოიყურებოდნენ.

„მე ბრედს დავშორდი და წავედი ფსიქოთერაპევტთან“ – ჯენიფერ ენისტონი ელენ დეჯენერესის შოუში ბრედ პიტზე ალაპარაკდა

მორიგი შერიგება?! – ექს-მეუღლეს მიხუტებული ჯენიფერ ენისტონის ფოტო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები