ელექტრონული კომპონენტების სიმცირის გამო 2021 წელს 9,6 მილიონი ავტომობილით ნაკლებს გამოუშვებენ. The Telegraph-ის ინფორმაციით, ყველაზე დიდი ზარალი ევროპულ ავტოდრომს მიადგა და ვერ გამოშვებული მანქანების მესამედი სწორედ ევროპაზე მოდის. ეს კი დაახლოებით 3 მილიონი ეგზემპლარია. ექსპერტთა პროგნოზი დამაიმედებელი ვერც 2022 წლისთვისაა და კრიზისის დასრულებას მხოლოდ 2023 წლისთვის ვარაუდობენ.
2021 წელს მსოფლიომ 84,9 მილიონი მსუბუქი ავტომობილის წარმოება შეძლო, რაც 2020 წელთან შედარებით 12%-ით უფრო ნაკლებია. კონვეიერთა ნაწილი მიკროჩიპების დეფიციტის გამო გაჩერდა, ნაწილი კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებულმა ლოკდაუნმა შეაყოვნა.