LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ექსპერტიზის დასკვნით, გრიგორიადისის ქურთუკზე ნავთობპროდუქტების კვალი ამოვიდა, რითაც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილთან შემხებლობა დასტურდება“ – ადვოკატის ცნობით, პოლიციელმა ჩვენება შეცვალა

406
ლაზარე გრიგორიადისი

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პროკურატურამ სასამართლოში სახანძრო ტექნიკური, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა.

როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა, აღნიშნული დასკვნით ლაზარე გრიგორიადისის ქურთუკზე ნავთობპროდუქტების კვალი ამოვიდა, რითაც ბრალდებულის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილთან შემხებლობა დასტურდება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ორი მოწმე, საქმის ექსპერტი და დიდუბე ჩუღურეთის პოლიციის უფროსის მოადგილე, გიორგი მაისურაძე დაკითხეს. ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის თქმით, დღეს პოლიციელმა ჩვენება შეცვალა.

გიორგი მაისურაძემ თავდაპირველ ჩვენებაში დაწერა, რომ მას თავად არ დაუნახავს, როგორ დააზიანეს მისი მანქანა, დღეს კი საპირისპირო განაცხადა და თქვა, რომ დაინახა, როგორ წაუკიდეს მანქანას ცეცხლი. ადვოკატის ცნობით, დაკითხულმა პოლიციელმა სავარაუდო დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირება ვერ შეძლო.

გრიგორიადისის ადვოკატის თქმით, ექსპერტიზამ ვერ დაადგინა, რით იყო პოლიციის მანქანა დამწვარი.

„ავტომობილი რომელიც წარდგენილი იქნა ექსპერტიზაზე, რით იქნა დამწვარი ფაქტობრივად ვერ დაადასტურა, არ იყო იქ ნავთობის მინარევი, ამაზე გასცა პასუხი. მეორე მოწმე იყო დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი მაისურაძე.

თვითონ არ დაუნახავს როგორ აზიანებდნენ მანქანას, მაგრამ ახლა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ კი, თვითონ ხედავდა ამას და გასცა დაცვის მხარეს პასუხი გარკვეულ შეკითხვებზე. გავლენას იქონიებს ის, რომ მას  არცერთი პირის იდენტიფიცირება არ შეუძლია“. – განაცხადა ლიკა ბითაძემ.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში 1 მარტს დატოვა.

გრიგორიადისის ბაბუა: ვიცოდი, რომ პატიმრობაში დატოვებდნენ, ეს ყველაფერი დაკვეთით ხდება

„დაგეშილები მოვიდნენ და წამგლიჯეს კარავი“ – პოლიციამ გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე 1 პირი დააკავა, ოჯახს კი კარვის გაშლის საშუალება არ მისცა

 

 

 

 

 

ფოტო: რადიო „თავისუფლება“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები