„ვიცოდი, რომ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო,“ – ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ გია კალანდაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისი კვლავ პატიმრობაში დარჩა.
როგორც კალანდაძემ აღნიშნა, ყველაფერი დაკვეთით ხდება.
საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა
„ვიცოდი, რომ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო იმიტომ, რომ ეს ყველაფერი დაკვეთით ხდება დღეს. ლაზარე უნდა დაისაჯოს ყველაზე სასტიკად, რათა მომავალში, რაღაც პროცესები რომ წავიდეს და ახალგაზრდები რომ გამოვიდნენ – ლაზარე ნიმუშად ჰყავდეთ დატოვებული, რომ აი, თქვენც ეს დღე მოგელით თქვენი აქტივობისთვის და თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის,“ – განაცხადა ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ გია კალანდაძემ „ფორმულასთან“ საუბარში.