2014 წელს საერთაშორისო საზოგადოება და დასავლეთი ყირიმის უსამართლო ანექსიის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით რომ გამოსულიყვნენ, დღეს განსხვავებული სურათი გვექნებოდა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
როგორც ერდოღანმა აღნიშნა, საერთაშორისო თანამეგობრობამ არ გამოიჩინა სათანადო წინდახედულება.
„ყირიმის ოკუპაციის დროს დუმდნენ ისინი, ვინც დღეს რაღაცას ამბობს. დღეს ვწუხვართ და გუშინ სხვა რეგიონში იგივე პრობლემა არ გვაწუხებდა? სამწუხაროდ, ამ საერთაშორისო თანამეგობრობამ არ გამოიჩინა სათანადო წინდახედულება და არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები ამის აღმოსაფხვრელად. უკრაინა მარტო დარჩა“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:
