თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
“მადლიერები ვართ” – ომის შემდეგ თურქეთი უკრაინის აღმშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას
როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, თურქეთმა უკრაინიდან 325 000 ლტოლვილი მიიღო.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ომი საბოლოოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება.
„საერთაშორისო თანამეგობრობამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს დიპლომატიური პროცესის გაცოცხლების მიზნით. ვინარჩუნებ რწმენას, რომ ომი საბოლოოდ დასრულდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ უმოკლესი და სამართლიანი გზა მოლაპარაკების მაგიდამდე“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
ერდოღანის განცხადებითვე, თურქეთი შეშფოთებულია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო.
„ჩვენ შეშფოთება გამოვთქვით ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო განხორციელებული სამხედრო მოქმედებების გამო. არ გვინდა კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.