LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერდოღანი: თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადებს მხარს არ დაუჭერს

80
ZTLBDXSADZKSDMM2E4I3HZ27VY

თურქეთი მხარს არ დაუჭერს შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადებს.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანმა შვედეთი ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნის პარლამენტში ტერორისტები არიან წარმოდგენილი.

„ისინი ორშაბათს თურქეთში მოდიან. ჩვენს დასარწმუნებლად მოდიან? მაპატიეთ, მაგრამ თავს ნუ დაიღლიან. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ არ ვეტყვით ნატო-ში გაწევრიანებაზე „კი“-ს მათ, ვინც თურქეთს სანქციებს უწესებს. რადგან მაშინ ნატო აღარ იქნება უსაფრთხოების ორგანიზაცია და გახდება ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლების კონცენტრაციის ადგილი“, – განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ შვედეთი და ფინეთი „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელთან ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ პირებს აძლევენ თავშესაფარს.

„ქურთისტანის მუშათა პარტიას“ თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, ფეთჰულა გიულენს კი 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g