LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერიკ კლეპტონის Ferrari F40 გასაყიდად გაიტანეს

87

ლონდონის სადილერო ცენტრმა GVE გასაყიდად Ferrari F40 გაიტანა, რომელიც ბრიტანელ როკ მუსიკოსს ერიკ კლეპტონს ეკუთვნოდა. სუპერქარი 1991 წელს  არის გამოსული და 1 075 000 ევროდ არის შეფასებული.

ორ კარიანი ავტომობილის გარბენი 11 000 კილომეტრია. გამყიდველი იუწყება, რომ ავტომობილი კლეპტონმა 20003 წელს შეიძინა და ოთხი წლის განმავლობაში სარგებლობდა. 2008 წელს კი ამჟამინდელმა მფლობელმა მთლიანად შეცვალა საწვავის სისტემა.

”ფერარი” მოდელ F40-ს 1987 წლიდან 1992 წლამდე უშვებდა. სულ ასეთი 1315 ეკზემპლარი გამოვიდა. ავტომობილის სიმძლავრე 577 ცხენის ძალას აღწევს, ნულიდან ას კილომეტრს კი 4,1 წამში კრებს. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 320 კილომეტრ/საათს აღემატება.

F40 იტალიური მარკის 40 წლის იუბილესათვის ააწყვეს და ბოლო მოდელი გახდა, რომლის გამოშვებაც თავად ენცო ფერარიმ ინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები