LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერიკ რობერტსი დაზე ძალადობას აღიარებს და ჯულია რობერტსს საჯაროდ უხდის ბოდიშს

431
ერიკ რობერტსი დაზე ძალადობას აღიარებს და ჯულია რობერტს საჯარო ბოდიშს უხდის

მსახიობი ერიკ რობერტსი ჯულია რობერტსთან კონფლიქტზე პირველად ღიად ალაპარაკდა. ამ თემაზე წლებია, მედია წერს, ერიკი ცნობილია თავისი მძიმე ხასიათით და ცუდი ურთიერთობით ოჯახის წევრებთან, მათ შორის ქალიშვილთან – ემა რობერტსთან, რომელიც მამიდასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მამასთან.

ერიკ რობერტსმა თავის მემუარებში, სახელწოდებით „გაქცეული მატარებელი, ანუ ჩემი ცხოვრების ისტორია“, ღიად ისაუბრა კარიერის აღმავლობასა და დაცემის მომენტებზე, ნარკოტიკებზე და ოჯახური კონფლიქტზე. მან ბოდიში მოუხადა დას, ჯულია რობერტსს და მიანიშნა, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა დაზე ძალადობის ფაქტს. ის ასევე ბოდიშს უხდის მეორე დას, ლიზას და ამბობს, რომ ესმის დების, რადგან აგრესიული ხასიათის გამო, დები მასთან კონტაქტს თავს არიდებენ. ერიკი ასევე ბოდიშს იხდის ძველი განცხადების გამო, როცა თქვა, რომ ჯულიას პოპულარობა მხოლოდ მისი დამსახურება იყო.

რაც ეხება ქალიშვილს – ემა რობერტს, ერიკი ამბობს, რომ მას ესმის ქალიშვილის მიჯაჭვულობა ჯულიას მიმართ და იმედოვნებს, რომ ოდესმე ოჯახი მის პატიებას შეძლებს.

ექსკლუზივი: სად გაიცნო ერიკ რობერტსი ნანუკა ქარუხნიშვილმა: „სულ უკან დამსდევდა, ჯორჯიას მეძახდა და ლოს ანჯელესში დამპატიჟა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები