LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერის გახლეჩა არ არის ღირსეული საქციელი…შეასრულეთ ის დანაპირები, რის გამოც ქვეყნის უმრავლესობამ გაჩუქათ ყველაზე ძვირფასი, ნდობა!“ – ნატალია ქუთათელაძის მიმართვა მთავრობას

234
2024-12-02_23-26-54_866724

ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

ოპერის მომღერლის თქმით, ის ვინც არღვევს კონსტიტუციას ხდება დიქტატორი.

„ერის გახლეჩვა არ არის ღირსეული საქციელი. არ შეიძლება ერთს ამბობდე და მეორეს აკეთებდე, ამას ტყუილი ჰქვია. რადგან ასე ძალიან გვიყვარს შედარებები, წინა ხელისუფლებაც გასცდა კონსტიტუციის ფარგლებს, ანუ დაირღვა დემოკრატიის მთავარი ღირებულება და გადაიქცა დიქტატორულ რეჟიმად.

ის ვინც არღვევს კონსტიტუციას ხდება დიქტატორი! შეასრულეთ ის დანაპირები, რის გამოც ქვეყნის უმრავლესობამ გაჩუქათ ყველაზე ძვირფასი, ნდობა! არ შეიძლება ამდენ ხალხს მოღალატე ეძახო, მხოლოდ იმიტომ, რომ მოატყუე!
დაიცავით ღირსება!
დაიცავით კონსტიტუცია!“, – წერს ნატალია ქუთათელაძე.

ოთო ნემსაძე: „საქართველოს ევროპული გზიდან გადაყვანა თუნდაც ერთი წამითაც კი არის ქვეყნის ღალატი! ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ გვაქვს ეს ყველაფერი ნანახი“

ნოდიკო ტატიშვილი: ვინც დღეს დუმხართ, ისტორიაში ჩაეწერებით როგორც თქვენი ქვეყნის და ხალხის მოღალატეები!

„ჩემი დაბადების დღე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და ყოველ წელს პატარა ბავშვივით ველოდები, გავაუქმე.. პირველად, 25 წლის განმავლობაში არ მაქვს არანაირი სურვილი ჩემი დაბადების დღის“ – ნუცა თოფურია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g