ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სანქციების მონიტორინგის განყოფილება შეიქმნა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, მოგახსენოთ, რომ პირველი ივლისიდან ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში ჩვენ შევქმენით ახალი განყოფილება, რომელსაც ეწოდება სანქციების მონიტორინგის განყოფილება. დღესდღეობით, 5 ადამიანი მუშაობს ამ განყოფილებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამას, ასევე გაგრძელდება ეს. გამოწვევები არის. ის ჩარჩო, რაც ჩვენ გვაქვს ფინანსურ სექტორში, მაქსიმალურად აგვარიდებს იმას, რომ სანქციები, რომელიც მოქმედებს, მათი გვერდის ავლა ჩვენი ფინანსური სისტემით არ მოხდეს”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.