LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეროვნულ გმირზე რომ აცხადებ საჯაროდ: „უაზროდ განწირული“, კანონის და კონსტიტუციის წინაშე ეს დანაშაული და ქვეყნის ღალატის ტოლფასი არ არის? არაფერი რომ არ ვთქვათ მორალსა და სინდისზე“ – სალომე ზურაბიშვილი

165
სალომე ზურაბიშვილი

„ეროვნულ გმირზე რომ აცხადებ საჯაროდ: „უაზროდ განწირული“, კანონის და კონსტიტუციის წინაშე ეს დანაშაული არაა და ქვეყნის ღალატის ტოლფასი?“,- ასე ეხმაურება მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრის, თეა წულუკიანის განცხადებას, აგვისტოს ომის გმირ, გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით.

„ეროვნულ გმირზე რომ აცხადებ საჯაროდ „უაზროდ განწირული“, კანონის და კონსტიტუციის წინაშე ეს დანაშაული არაა? და ქვეყნის ღალატის ტოლფასი? არაფერი რომ ვთქვათ მორალზე, სინდისზე, პატრიოტიზმზე ან ელემენტარულად ადამიანურ გაფრთხილებასა თუ მორიდებაზე, რაც გვმართებს ყველას ანწუხელიძეს შვილების მიმართ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

თეა წულუკიანი: „რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, მაქვს უფლება, დავსვა ეს კითხვა, და ვინ ამიკრძალავს ამ კითხვის დასმას? ვერავინ“

თეა წულუკიანი: „ანწუხელიძის გვარს ლაჩრები რომ არიან დღეს ამოფარებული, სტრასბურგის განაჩენში სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ჩაიწერა, რომ ანწუხელიძე ოკუპანტებმა აწამეს და მოკლეს“

„ღალატის სხვანაირი ანატომია ვნახეთ დღეს, ისტორიას რომ არ ახსოვს, ისეთი ღალატის! – ანწუხელიძის შეურაცხყოფით, რუსულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა“ – მამუკა ხაზარაძე

ცნობისათვის, გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g