LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში კლასიკური მუსიკის საღამო Echoes of emotion გაიმართა

651
ლიზი რამიშვილი

7 დეკემბერს, Rami Forza-ს ორგანიზებით, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში კლასიკური მუსიკის საღამო Echoes of emotion გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: ლიზი რამიშვილი – ჩელო (საქართველო) და საიდა ტაგი-ზადე – ფორტეპიანო (აზერბაიჯანი).

პროგრამაში იყო: ა. დვორჟაკის რონდო, სანდრო ნებიერიძის მისტერიები რომელიც მიუძღვნა ლიზი რამიშვილს, ს. პროკოფიევის სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის და ი. ბრამსის სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის.

6 დეკემბერს კი უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიაში, საიდა ტაგი-ზადემ ახალგაზრდა ქართველი პიანისტებისთვის  მასტერკლასები ჩაატარა.

პროექტის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ „შემოქმედებითი საქართველო”, The Telegraph Hotel Tbilisi და საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემია.

საიდა ტაგი-ზადე – აზერბაიჯანელი პიანისტი, პედაგოგი, ბაქოს სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, აზერბაიჯანის სახელმწიფო ბავშთა სიმფონიურის დირექტორი, ფესტივალ Simugrh-ის დამფუძვნებელი. 

ლიზი რამიშვილი – ქართველი ჩელისტი, სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, მანანა დოიჯაშვილის სახელობის სამუსიკო სემინარიის პედაგოგი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურიატი, წინანდლის პრემიის გამარჯვებული, Forbes 30under30 გამარჯვებული და სხვა მრავალი ჯიდოს მფლობელი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g