LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 დეკემბერს, თბილისის ოპერის თეატრში ნიკოლოზ რაჭველი ორკესტრთან და ახალი თაობის ვარსკვლავებთან ერთად კონცერტს გამართავს

372
liza ramishvili

27 დეკემბერს, თბილისის ოპერის თეატრში ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ნიკოლოზ რაჭველის მიერ წარდგენილ კონცერტზე რამდენიმე დღეა, ყველა ბილეთი გაყიდულია.  მსმენელი განსაკუთრებულად ელოდება პიოტრს ჩაიკოვსკის უკვდავი ნაწარმოებების შესრულეაბას  ახალი თაობის ვარსკვლავების –  სანდრო გეგეჭკორისა და ლიზი რამიშვილის მიერ. პროექტის ფარგლებში აგრეთვე,  გაიმართება ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორის თორნიკე ფოფხაძის ნაწარმოების პრემიერა Mox Adventu – ორკესტრისა და გუნდისთვის. საღამოს მონაწილეა გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა.  პროექტის გენერალური პარტნიორია კონცეპტArt,  რომლის ინსაგრა გვერდი რამდენიმე დღეა ყურადღების ცენტრშია. საქმე ის გახლავთ, რომ როგორც ამბობენ ახალგაზრდა მუსიკოსებს სანდროს და თორნიკეს ორივეს განსაკუთრებული გრძნობები გაუჩნდათ ლიზი რამიშვილის მიმართ. საზოგადოება კონცერტის გარდა, ასევე ლიზის არჩევანის მოლოდინშია, რომელიც სავარაუდოდ 27 დეკემბერს გახდება ცნობილი.

ვიდეო: მშვენიერი ლიზი რამიშვილი და მისი გულის მოსაგებად განწყობილი ორი მუსიკოსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები