LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ დღეში იტალიური მაფიის 100-ზე მეტი წევრი დააკავეს

107
3072

იტალიაში, ქალაქ პალერმოს პოლიციამ ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა დანაშაულებრივ ორგანიზაცია „კოზა ნოსტრას“, იგივე სიცილიის მაფიას. ასეთი მასშტაბის ოპერაცია ბოლო 40 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა, წერს გამოცემა The Guardian.

გასულ კვირას, 1200-ზე მეტი პოლიციელი მაფიის წევრებს დაესხა თავს. ერთ დღეში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაკავების ორდერი 183 მაფიოზზე გაიცა, თუმცა მათგან 36 უკვე პატიმრობაში იმყოფებოდა, დანაშაულებისთვის რომელიც წარსულში ჩაიდინეს.

როგორც სიცილიელი სამართალდამცავები ამბობენ, ითვლებოდა, რომ „კოზა ნოსტრამ“ ბოლო წლებში პალერმოზე გავლენები დაკარგა. თუმცა გამოძიებამ რომელიც 2 წელი გრძელდებოდა, აჩვენა რომ მაფიის ბოსები თავის გავლენებს დღემდე ინარჩუნებდნენ. ქალაქის ზოგიერთ რაიონს სრულად მაფია აკონტროლებს.

„კოზა ნოსტრა“ აკონტროლებდა ზღვის პროდუქტებით ვაჭრობას, ასევე იყო ხშირი რეკეტები, ნარკოვაჭრობა და ასევე ისინი მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებდნენ სიცილიის სხვა დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან.

„კოზა ნოსტრა“ ბოლო პერიოდში ღია კონფლიქტებსაც ერიდება, რათა ზედმეტი ყურადღება არ მიიქციოს. აღარ ტარდება ტრადიციული დიდი შეკრებები და კლანები ერთმანეთთან კომუნიკაციას ონლაინ ამჯობინებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები