LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთეული ადამიანების მიერ ჩადენილი ქმედებების გამო, სააგენტოს თანამშრომლებს ჩრდილი ადგება” – ეროვნული სატყეო სააგენტო

120

ეროვნული სატყეო სააგენტო, მათი თანამშრომლების მიერ, წითელ ნუსხაში შესული მამალია რჩვის მოკვლის ფაქტს ეხმიანება.

სააგენტოს განცხადებით, ერთეული ადამიანების მიერ ჩადენილი არამართლმზომიერი ქმედებების გამო, ჩრდილი ადგება სააგენტოს თანამშრომელთა იმ უდიდეს ნაწილს, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად კეთილსინდისიერად ასრულებს მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს და იცავს ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ საგანძურს – საქართველოს ტყეს და მის ბიომრავალფეროვნებას.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, პანკისის ხეობაში დაფიქსირდა წითელი ნუსხით დაცულ სახეობაზე უკანონო ნადირობის ფაქტი, რომელშიც, წინასწარი მონაცემებით, მხილებულნი არიან კახეთის სატყეოს სამსახურის თანამშრომლები:  ბ.ქ., ა.ბ. და ვ.ნ. ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მიმდინარეობს  კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დანაშაულში მხილებულმა თანამშრომლებმა უკვე დატოვეს დაკავებული თანამდებობები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები