LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი ჩახდილი დარბოდა და გვახსოვს რა შოუებს გვიტარებდა, მეორე რუსული რუბლებით ფინანსდება“ – კალაძე „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ პროექტზე

186
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (6)

„როდესაც ხარ აგენტი, შეუძლებელია შენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესი გაატარო“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ლიდერების მიერ ახალი ვებპლატფორმის, „Mona.ge-ს“ შექმნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს ადამიანები არიან „მავნებლები“.

„ორი „ლუზერი“ რაღაც სისულელეს რომ აკეთებს, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. ისინი თავისი ფსიქოლოგიით არიან ჩვეულებრივი მავნებლები და ისინი ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის წინააღმდეგ.

კობახიძე: „ხოშტარია-ჯაფარიძე ნომერ პირველი აგენტები და მონები არიან, მათი მცდელობა, ისრები სხვაზე გადაიტანონ, წარუმატებლობისთვის არის განწირული“ 

„ხოშტარიას თითქოს ყველაფერ რუსულზე მძიმე რეაქციები აქვს და რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ დაფინანსებას იღებს. ასეთი ორმაგი სტანდარტი იმაზე მიუთითებს, რომ მართლა მონა და აგენტია“ - ამბობს კობახიძე.

როდესაც ხარ აგენტი, შეუძლებელია შენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესი გაატარო. არ ვიცი, ერთი ჩახდილი დარბოდა და გვახსოვს რა შოუებს გვიტარებდა, მეორე რუსული რუბლებით ფინანსდება. როგორ შეიძლება ახლა ამ ადამიანებზე სერიოზული კომენტარი გააკეთო. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ასეა მაგათი საქმე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისათვის, პარტიების, „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ლიდერებმა ზურაბ ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ ახალი ვებპლატფორმის პრეზენტაცია გუშინ, 12 ოქტომბერს გამართეს.

მათი განცხადებით, პლატფორმის მიზანი ონლაინ რეჟიმში „ქართული ოცნების“ რუსეთთან კავშირების, საარჩევნო დარღვევებისა და კორუფციული გარიგებების მხილებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g