LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი დაღუპული და 6 დაშავებული – ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

1116
პოლიცია

ერთი დაღუპული და 6 დაშავებული – ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

მათივე ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს „მინივენი“ და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

magti 5g