LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი კვირით ადრე შეყვარებულმა ხელი სთხოვა, დიდი ქორწილი უნდოდა.. ათას კაცზე მეტი მოვიდა მის სასაფლაოზე, აი, ასეთი ქორწილი გადავიხადეთ“ – ისრაელში დაღუპული თამარ გოლდენბერგის დედა

3688
ფორტუნა (10)

„იმედის კვირის“ გადამღები ჯგუფი ისრაელში „ჰამასის“ ქართველი ებრაელი  მსხვერპლის ოჯახის წევრებს შეხვდა. თამარ კორსანტია გოლდენბერგი 7 ოქტომბერს, „ნოვას“ ფესტივალზე ტერორისტთა თავდასხმისას გაუჩინარდა. ოჯახს 14 დღის განმავლობაში ჰქონდა იმედი, რომ გოგონა გადარჩა და „ჰამასის“ ტყვეებს შორის იმყოფებოდა, თუმცა 21 ოქტომბერს მისი ცხედარი იპოვეს.

მანქანას, რომელშიც თამარი იჯდა, ღაზის სექტორიდან ნასროლი ჭურვი მოხვდა.

მარიამ ოშხნელი შეხვდა თამარ გოლდენბერგის მშობლებს, რომლებმაც პირველი ომი 90-იან წლებში აფხაზეთში გამოიარეს.

„14 დღის შემ­დეგ ღმერ­თმა წა­მარ­თვა იმე­დი, რაც მქონ­და“ – ჰამასის თავდასხმის დროს დაკარგული ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

„ბოლო სატელეფონო კავშირზე თამარი შაბათს დილას გამოვიდა, შვიდს რომ აკლდა 15 წუთი, სახლში მოვდივართო. შვიდ საათზე დაიწყო რაც დაიწყო. სროლები კი იყო, მაგრამ ეგონათ, რომ შოუს ნაწილი იყო. როცა გავიგეთ რაც მოხდა, დავიწყეთ ძებნა სოფლებში, 7 სოფელია.

დიდი მანქანა ვიშოვეთ და ახლობლები ვეძებდით. პირველ დღეს შევდიოდით სოფლებში და გამოჰქონდათ სიები, სადაც ცოცხლების სიაში თამარიც ეწერა. ვფიქრობდი, თუ გამოვიდა, უნდა დაერეკა, ან მოსულიყო სახლში, მაგრამ არ დაბრუნებულა. იმედი გვქონდა, ტყვედ მაინც იყო ჩავარდნილი, რადგან ასე მისი გათავისუფლების შანსები არსებობდა“, – იხსენებს თამარის მამა გოჩა კორსანტია.

თამარის დედა ჰყვება, რომ შვილს 14 დღის განმავლობაში ელოდნენ.

„14 დღე ძალიან ბევრია, როდესაც შვილს ეძებ, ეს გაუსაძლისია. 14 დღე ელოდები როდის დაგიკაკუნებენ კარზე და გეტყვიან, რომ შენი შვილი დაიღუპა. ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა, ვინც ამ დღეებში მოდიოდა, სთხოვა, ზარი არ დაერეკათ კარზე, რადგან ყველა ზარზე გული მისკდებოდა. მარიკა ინტერვიუებს აძლევდა ყველა არხს, ჩემი ქმარი ძაღლებით, მეგობრებთან ეძებდა – ყველა სანტიმეტრი შეამოწმა. ბოლოს დარწმუნებულები ვიყავით, რომ ტყვედ ჰყავდათ. ფიქრიც არ შემეძლო იმაზე, რომ დაიღუპა. ერთი კვირით ადრე, სანამ ეს მოხდებოდა, შეყვარებულმა ხელი სთხოვა. ოჯახის შექმნა უნდოდა. მეკითხებოდა, დედა, დიდ ქორწილს გადამიხდიო? რად გინდა დიდი ქორწილი, სჯობს სადმე წახვიდე მეთქი, ის კი მპასუხობდა, დიდი ქორწილი მინდაო. ათას კაცზე მეტი მოვიდა მის სასაფლაოზე, აი, ასეთი ქორწილი გადავიხადეთ“, – იხსენებს ტატიანა გოლდენბერგი „იმედის კვირასთან“.

„დეტალები ნახეთ „იმედის კვირის“ სიუჟეტში.

ლაშა ჟვანია: ბოლომდე იმედი გვქონდა, რომ შეიძლებოდა თამარი გატაცებულებში ყოფილიყო..