LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი ნაბიჯით წინ: საქართველო მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსში დაწინაურდა

95

მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის ინდექსში საქართველომ 136 ქვეყანას შორის 70-ე ადგილი დაიკავა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” მიერ გამოქვეყნებულ წლევანდელ რეიტინგში წინა მონაცემებთან შედარებით, საქართველომ ერთი პოზიციით გაიუმჯობესა მდგომარეობა.

უწყების ცნობით, 2015 წლის ინდექსში საქართველო 3,68 ქულით 71-ე პოზიციაზე იყო, 2013 წლის ინდექსის თანახმად, საქართველო 4,10 ქულით 66-ე ადგილზე იმყოფებოდა, 2009 და 2011 წლის მონაცემების თანახმად კი 73-ე პოზიციაზე იყო.

ინდექსის თანახმად, საქართველო ევრაზიის რეგიონში მეორეა რუსეთის შემდეგ და უსწრებს აზერბაიჯანს, ყაზახეთს, სომხეთსა და უკრაინას.

“მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსში პირველი ადგილი ესპანეთმა დაიკავა, რომელსაც საფრანგეთი და გერმანია მოჰყვება. პირველ ათეულში ასევე არიან იაპონია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ავსტრალია, იტალია, კანადა და შვეიცარია, ხოლო ინდექსის ბოლო პოზიციაზეა იემენი.

”მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსი დგება ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორებიცაა: კონკრეტული ქვეყნის ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარეობა, უსაფრთხოება, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, სოციალური უზრუნველყოფა, ბიზნესგარემო, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის ხარისხი და კულტურული და ბუნებრივი რესურსების ოდენობაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g