“ერთი პაციენტს მდგომარეობა არის მძიმე, თუმცა ექვემდებარება მკურნალობას”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, გუშინ ამ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა.
“კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტიდან, რომლებიც ჩვენს ცენტრში არიან მოთავსებული, ერთი პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, თუმცა გუშინედელი დღის განმავლობაში, მისი მდგომარეობა სტაბილურია, დაავადების განსაკუთრებული პროგრესიერება არ შეიმჩნევა და მკურნალობას ექვემდებარება. იმედია არ გაუარესდება მისი მდგომამრეობა”, – აცხადებს ეზუგბაია.
მისი თქმით, საშუალოდ მძიმეა ვირუსით დაინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობაც, რომელთაც ვირუსული პნევმონია განუვითარდათ. დანარჩენ პაციენტებში კი დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.
“ამის გარდა, სამ პაციენტთან არის საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა. მათთან არის დაფიქსირებული ვირუსული პნევმონია. მათი მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენ პაციენტებთან დაავადების მიმდინარეობა არის მსუბუქი. მათთან გამოხატულია კლინიკა მხოლოდ დაბალი სიცხის სახით. მდგომარეობა დინამიკაში სტაბილურია და დაავადების პროგრესირება ამ დრომდე არ შეიმჩნევა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
კორონავირუსით ინფიცირებულ ორ პაციენტს პნევმონია განუვითარდა – პაატა იმნაძე