უფლებადამცველი ბაია პატარაია ქობულეთში მომხდარ ფაქტზე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ქვეყანაში მოძალადე მამაკაცებს არ აკავებენ.
„დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში სექსუალურ მოძალადეებს არ აკავებენ! ესაა ამ სახელმწიფოს პოლიტიკა! სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენამდე კაცის უდანაშაულობის სჯერა სისტემას მხოლოდ სქესობრივი დანაშაულის დროს. წელიწადზე მეტ ხანს გრძელდება ხოლმე პედოფილების და გამაუპატიურებლების საქმეების გამოძიება. მოძალადე დაშლიგინებს გარეთ და ბედნიერად, საცხოვრებელს იცვლის და იმალება – მსხვერპლი, ხშირად ბავშვი.
ერთი რომ ჩაარტყას კაცმა ქალს, აღმკვეთს ითხოვს პროკურატურა, მაგრამ თუ გააუპატიურა – არავინ არაფერს ითხოვს!
უამრავი საქმე გვაქვს “საფარში” სქესობრივ დანაშაულზე; ძალიან გვიჭირს რომ ბრალის წაყენების ეტაპამდე მივიდეთ, ზოგჯერ პროკურორი იმაზეც კი გვეუბნება უარს, რომ სქესობრივი დანაშაულის მიმართულებით გამოიძიოს საქმე. სასამართლომდე მიღწევაც კი გვიჭირს.
ჩვენ ყველა ასეთ მსხვერპლს ვთავაზობთ ფსიქოლოგიურ დახმარებას, რადგან სჭირდებათ.
გული მტკივა, რომ ქობულეთის საქმე ჩვენამდე ვერ მოვიდა და ვერაფრით დავეხმარეთ ბავშვს.
პ.ს. სადამდე უნდა ვითმინოთ ეს ქალებმა?“, – წერს სოციალურ ქსელში ბაია პატარაია.
14 წლის არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დაკავებულია
