ერთკაციანი აქცია-პერფორმანსი მოსკოვში – პროტესტი ბუჩაში მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნას მიეძღვნა.
ფოტოებში კი ჩანს, რომ აქციის მონაწილე ხელებშეკრული მოსკოვის სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილებში მიწაზე წევს და ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მოკლულ მოქალაქეებს განასახიერებს.
აქციის მონაწილის ვინაობა უცნობია.
აქციის მონაწილემ აქცია- პერფორმანსი გამართა ძველ ორბატზე, ნიკოლსკის ქუჩაზე, ქრისტე მაცხოვრის ტაძართან მდებარე ხიდზე და ალექსანდრეს ბაღში.
შეგახსენებთ, რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ ქალაქ ბუჩაში იპოვეს არაერთი ადამიანის გვამი, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცელი ეცვათ. ზოგიერთ მათგანს ხელები ჰქონდა შეკრული.
წყარო: NEXTA
ბუჩაში 300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს: ვოლოდიმირ ზელენსკი