სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება მამა ნექტარიოს მჭედლიძის პოსტი, სადაც მამაო წერს, რომ ბიზნესმენმა საჩუქრად მანქანა შესთავაზა, უარის შემდეგ კი მასთან კონტაქტი გაწყვიტა.
“ერთხელ ერთი ბიზნესმენი მეუბნება მამაო ფეხით რომ დადიხართ ერთ პატარა მანქანას გისაჩუქრებთ!
გამაოგნა მისმა საქციელმა ! ქვეყანაში 3 წლის ლევანი მთლიან პურზე ოცნებობს 9 წლის ნინო მაღაზიაში თავს ხრის რომ არაფერი მოუნდეს და ჩემი ფეხით სიარული შეამჩნია შეაწუხა ვითომ ?!
ჩემი პასუხის მერე საერთოდ გაწყვიტა კონტაქტი ჩემთან. სანამ ჩემს უბედურ ქვეყანაში ანგელოზები შიმშილობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც კოფორტულია მგზავრობა იქ უფრო ვხედავ რა მდგომარეობა ასე რომ ჩემზე საჩუქრების მოცემით ვერავინ ცხონდებით ქრისტეს წინაშე სიკეთე თუ გინდათ ბავშვებს შეწიეთ მათ დაეხმარეთ რომ მშიერები არ იყვნენ აღარ ადიოდეს ზეცათ ანგელოზების ცრემლი და სურვილი ღმერთო პური მინდა”- წერს მამა ნექტარიოს მჭედლიძე.