რამდენიმე თვის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ენ ჰეთევეი და ჯარედ ლეტო Apple TV ახალ სერიალში, WeCrashed წყვილის როლს შეასრულებდნენ. და აი, გადაღებები უკვე დაიწყო. ახლახანს გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტოებიც გავრცელდა. 49 წლის ჯარედი და 38 წლის ენი ერთად საოცრად გამოიყურებიან.
ჯარედ ლეტო და ენ ჰეთევეი Apple TV-ის ახალ სერიალში წყვილის როლს შეასრულებენ
ცნობისთვის, ლეტო ცნობილი სტარტაპის, WeWork-ის დამფუძნებლის, ადამ ნიუმანის როლს ითამაშებს, ჰეთევეი კი მისი მეუღლის და კომპანიის თანადამფუძნებლის, რებეკა ნიუმანის როლს მოირგებს
ფოტოებს ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
„საოცარი წყვილი“, „თითქოს ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი“, „საოცარი სერიალი გველოდება“, – წერენ კომენტარებში.