LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არ არის გზა მთავრობის ან სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გასამყარებლად – იან კელი სააკაშვილის სასამართლო პროცესზე

52
იან კელი

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს აფასებს.

კელი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ხელისუფლებას მიმართავს და წერს, რომ ეს არ არის გზა მთავრობის ან სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გასამყარებლად:

“ეს არ არის გზა თქვენი მთავრობის ან სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გასამყარებლად. თქვენ ამბობთ, რომ

1 – თქვენ არ გაქვთ შესაძლებლობა, რომ დაიცვათ სასამართლოს ტერიტორიის უსაფრთოება და

2 – თქვენ პრიორიტეტს არ ანიჭებთ ბრალდებულის უფლებას – დაიცვას საკუთარი თავი ან შეხვდეს თავის ბრალმდებლებს”, – წერს იან კელი.

 

ყოფილი პრეზიდენტის პირველი სასამართლო პროცესი 10 ნოემბერს გაიმართა. მორიგი პროცესი კი 29 ნოემბერს ჩაინიშნა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგიდან მიღებული გადაწყვეტილებით, სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე კი სოციალურ ქსელში წერს, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და მას შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.

სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა, მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა: რატი ბრეგაძე

„თარგმანზე არ ვიდავებდი“ – რა წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ნიკა სიმონიშვილის განმარტება

სამადაშვილი: რა უნდა ეთქვა სტრასბურგს? მიშასთვის – იშიმშილე სიკვდილამდეო და ბიძინასთვის საავადმყოფოს მისამართი მიეწერა?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g