პეტრე კოლხი ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ქვეყნის დატოვების მიზეზებზე საუბრობს.
სამების ტაძრის ყოფილმა დეკანოზმა, რომელმაც საქართველო რამდენიმე დღის წინ დატოვა ამბობს, რომ ემიგრაციაში წასვლა იძულებითი ნაბიჯია.
პეტრე კოლხის თქმით, მას აქვს შესაბამისი მიზეზები, რომ ნებისმიერმა სახელმწიფომ დევნილად აღიაროს:
„მე არ ვიცი რამდენად შევძლებ ემიგრაციაში ცხოვრებას, რადგან არასოდეს მიცხოვრია ემიგრაციაში, არასოდეს მიშრომია ფიზიკურად იმიტომ კი არა, რომ ვთაკილობ, უბრალოდ ამისთვის ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს.
ეს არის ჩემი იძულებითი ნაბიჯი, რომ მე წავიდე. იქნებ შევძლო, რომ შვილები იქიდან ვარჩინო. იმიტომ, რომ თურმე მე ზედმეტი ვარ დღევანდელი ეკლესიისთვის…
ჩანთაში ყველაფერი ვერ ჩაეტევა, მაგრამ მოგონებები იტევს ყველა კადრს, რომელიც მე შემიგროვებია.
დღეს ეს ფაქტი დადგა არამარტო ჩემს წინაშე, არამედ ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელიც ებრძვის რუსულ რეჟიმს ჩვენს ქვეყანაში.
ღიად გვდევნიან, გვებრძვიან განსხვავებული სიტყვისა და შეხედულების გამო…
მე მაქვს ყველა ქეისი იმისთვის, რომ ნებისმიერმა სახელმწიფომ დევნილად მაღიაროს.
თურმე პეტრეს ფერადი ჩასაცმელია ეკლესიის პრობლემა იმ ყველაფრის ფონზე, რაც დღეს ეკლესიაში ხდება“, – ამბობს პეტრე კოლხი.
ეს ჩემი ბოლო ინტერვიუ!…
Posted by Petre Kolxi on შაბათი, 05 ივლისი, 2025