ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდპანდემიიდან ხუთი წლის შემდეგ მოუწოდა ჩინეთს, ვირუსის წარმოშობის შესახებ მონაცემები გაასაჯაროოს.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, „ეს არის მორალური და სამეცნიერო იმპერატივი“.
„ქვეყნებს შორის გამჭვირვალობის, ინფორმაციის გაზიარებისა და თანამშრომლობის გარეშე, მსოფლიო ვერ შეძლებს ადეკვატურად მოემზადოს და თავიდან აიცილოს მომავალი ეპიდემიები და პანდემიები“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
BBC – ის ცნობით, ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ ვირუსი ბუნებრივად გადავიდა ცხოველებიდან ადამიანებზე, თუმცა ზოგიერთს კვლავ ეჭვი აქვს, რომ ის უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდების საპასუხოდ ჩინეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ყოველთვის ღია იყო თანამშრომლობისთვის და ვირუსის შესახებ ინფორმაციას პანდემიის დასაწყის ეტაპზევე უზიარებდა ორგანიზაციას.