52 წლის ჯენიფერ ლოპესმა ამჯერად მსოფლიოს ყურადღება „დოლჩე და გაბანას“ სარეკლამო კამპანიით მიიპყრო. საოცრად შთამბეჭდავი ფოტოსესიისთვის ჯეი ლომ შავი ტანისამოსი მოირგო. მაქმანებიან ტოპში, გამჭვირვალე ბიუსტჰალტერსა და „დოლჩე და გაბანას“ მზის სათვალეში ჯეი ლო შოკის მომგვრელად გამოიყურება.
მას მხარს მოდელი, დევიდ განდი უმშვენებს, რომელთანაც ჯეი ლო საკმაოდ პიკანტურ ვითარებაში პოზირებს.