LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს დღე ჩვენთვის მძიმეა – ზუსტად ნიკოლოზობას, 6 წლის წინ, ერთ უიარაღო ცოტნეს ოთხი შეიარაღებული ლაჩარი არაკაცი თავს დაესხა“ – როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას წერს ანა ჯაბაური

482
ანა ჯაბაური

„ეს დღე ჩვენთვის მძიმეა – ზუსტად ნიკოლოზობას, 6 წლის წინ, ერთ უიარაღო ცოტნეს ოთხი შეიარაღებული ლაჩარი არაკაცი თავს დაესხა და სასიკვდილოდ გაიმეტა“, – ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში წერს.

ანა ჯაბაურის თქმით, ცოტნეს გამოჯანმრთელებისთვის, თითქმის ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ არის ხელისშემშლელი გარემოებები.

ანა ჯაბაურის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ნიკოლოზობას გილოცავთ, დიდი მადლობა, ვინც მომილოცა, მათ.

თუმცა, ეს დღე ჩვენთვის მძიმეა – ზუსტად ნიკოლოზობას, 6 წლის წინ, ერთ უიარაღო ცოტნეს ოთხი შეიარაღებული ლაჩარი არაკაცი თავს დაესხა და სასიკვდილოდ გაიმეტა.

მე-7 წელი დაიწყო ყოველდღიურ ბრძოლებში ვართ ცოტნეს ჯანმრთელობის უჯრედ-უჯრედ აღსადგენად.

ვთქვა, ცოტნესთვის ყველაფერს ვაკეთებთ მეთქი, უზუსტობა იქნება – ვაკეთებთ არა ყველაფერს, არამედ თითქმის შეუძლებელს; არ დაგვიტოვებია არცერთი, თუნდაც მცირე იმედისმომცემი მკურნალობის მეთოდი, საუკეთესო ქართველი და უცხოელი სპეციალისტების გუნდი თუ მსოფლიოში არსებული უძვირესი, მოწინავე ტექნოლოგია, რომელიც ცოტნეს რეაბილიტაციაში ჩართული არ გვაქვს. არაფერი რომ აღარ ვთქვათ საკუთარ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ რესურსებზე. ეს გარემოება იმედს გვაძლევს, და, მე პირადად, იმ სულიერ სიმშვიდესაც მაპოვნინებდა, საყვარელი ადამიანისთვის თითქმის შეუძლებლის გაკეთებამ რომ იცის ხოლმე, რომ არა სიმძიმე, რასაც უმწეო ცოტნეს საკუთარ სახლში დაბრუნების შეუძლებლობა იწვევს, რაც უმნიშვნელოვანესი უკანდამხევი ფაქტორია წარმატებული რეაბილიტაციისთვის.

რა წინათგრძნობა ჰქონია მაინც იმ დალოცვილს – ჯერ კიდევ 1988 წელს დაიჭირა თადარიგი ზვიად გამსახურდიამ მალულად შედგენილი ანდერძით, არ მომხდარიყო ის, რაც დღეს ხდება – მისი უმწეო შვილი იჩაგრება, და იჩაგრება მხოლოდ იმიტომ, რომ უმწეოა. ეს იმხელა ბოროტება და, ამავდროულად, საცოდაობაა, ერთი წუთით არ დავიხევდი უკან, კანონისა და ზვიადის ნების გათვალისწინებით, ცოტნეს საკუთარ სახლში დასაბრუნებლად, მაგრამ ვიცი, ცოტნეს ბიოლოგიური დედა, რომელიც ქმარმა შეგნებულად საერთოდ არ მოიხსენია საკუთარ ანდერძში, უმორალო და ფსიქიურად დაავადებულ, უპირობოდ მორჩილ მიმდევრებს სრული შემადგენლობით მოასხამს კოლხური კოშკის წინ და მეგაფონებით აატეხინებს ყივილს, რასაც პერიოდულად ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ისედაც აკეთებენ. მათი მოსმენა ცოტნეს ისედაც ლაბილურ ნერვულ სისტემას მნიშვნელოვნად დააზიანებს, ვიცი.

ამ ბრბოს კი მარტო მე ვერ გავუმკლავდები…

ჰოდა, ალბათ, ეს სტროფიც იმ გრძნობამა თუ წინათგრძნობამ დააწერინა ზვიადს, რამაც ის ერთადერთი ანდერძი:

,,გრაალის კ ო შ კ ი შორით მოსჩანს ქიმგაბზარული,

პალას ათენას, სიბრძნის ველზე უშფოთვლად რებულს,

შავი ყორანი აზის თავზე და გაფითრებულს,

გარს ახვევია დემონების ბილწი არული”, – წერს ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზობას გილოცავთ, დიდი მადლობა, ვინც მომილოცა, მათ. თუმცა, ეს დღე ჩვენთვის მძიმეა – ზუსტად ნიკოლოზობას, 6 წლის…

Posted by Ana Jabauri on პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g