თბილისში, საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთ ქუჩას ცნობილი მსახიობის, ჯემალ ღაღანიძის სახელი მიენიჭა.
ჯემალ ღაღანიძის ქუჩის აღმნიშვნელი ბანერების განთავსების ვიდეოს მსახიობის შვილიშვილი, სანდრო მიკუჩაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ეს დღეც დადგა, „ჯემალ ღაღანიძის“ სახელობის ქუჩა… ეს არის ის მოვლენა, რომელიც მართლაც რომ ეკუთვნოდა არა მარტო ჩემთვის საყვარელ ადამიანს. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს (არ ჩამოვთვლი) არ მინდა ვინმე გამომრჩეს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ ძალიან კარგ საქმეში“, – წერს სანდრო მიკუჩაძე.
ეს დღეც დადგა🙏🥳💜"ჯემალ ღაღანიძის"სახელობის ქუჩა…👏🏻ეს არის ის მოვლენა რომელიც მართლაც რომ ეკუთვნოდა არა მარტო ჩემთვის…
Posted by Sandro Mikuchadze on ხუთშაბათი, 17 აპრილი, 2025