LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო არა სწორი პოლიტიკური გათვლით, არამედ პირადი ბრაზით და ამბიციით“ – ფავლენიშვილი პარტიიდან მელიას წასვლაზე

128
ფავლენიშვილი და მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, პარტიის დატოვების შესახებ ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადაწყვეტილება პირადი ბრაზით და ამბიციით იყო ნაკარნახევი. 

„ბევრ ახალმოსულსაც ვნახავ, წასულსაც და მერე უკან მობრუნებულსაც.. როცა ეგონათ დაგვანგრიეს, მაშინ ვაჩვენეთ რა შეგვიძლია, ასე იქნება ახლაც“ – ანა წითლიძე ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე

მისი თქმით, ნიკა მელიას გარემოცვის წევრები, მათ შორის რეგიონებში, თვეების მანძილზე პარტიულ პროცესებს ბოიკოტს უცხადებდნენ და მათი მხრიდანაც იგივე გადაწყვეტილების მიღება გასაგები იქნება.

ნიკა მელია: „ვაფუძნებ ჩემს პარტიას და ეს პარტია ქართული დემოკრატიისთვის ძალიან ბევრს გააკეთებს“

„არ მექნება პრეტენზია არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე კვალიფიციურები ვიყოთ, მაგრამ ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია, რომელზედაც უნდა დაშენდეს  კვალიფიკაციაც, ცოდნაც, ხედვაც, იქნება ის პარტია“.

„ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ნაკარნახევი იყო არა სწორი პოლიტიკური გათვლით, არამედ პირადი ბრაზით და ამბიციით, თუმცა, ივანიშვილთან ბრძოლაში აბსოლუტურად ყველას ვუსურვებთ წარმატებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი პარტია, რომლის რიგებში და დღის წესრიგში ბატონი ნიკა უკვე თვეებია თავისივე გადაწყვეტილების გამო არ განიხილება“. – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

„თუ რუსულ რეჟიმთან გულწრფელად გინდა ბრძოლა, უნდა იყო მიშას გვერდით და მიშას გუნდში“ – გია ბარამიძე ნიკა მელიას პარტიიდან წასვლაზე

შეგახსენებთ, რომ ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

სამადაშვილი: „მელია ღირებული პოლიტიკოსია.. „ლელო“ ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც მიიჩნევს, რომ რუსული რეჟიმის დამარცხება გვჭირდება, მაგრამ მომავალი ენმ-ის ერთპარტიული მმართველობის აღდგენას არ ნიშნავს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები