LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს გვაშორებს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან.. არ შეიძლება 1 ნაბიჯი გადადგა წინ და 2 ნაბიჯი უკან“ – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე

147
BeFunky-collage (1)

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებაზე მომზადებული კანონპროექტი საქართველოს ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისგან აშორებს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პრეზიდენტი, როდესაც საჭიროდ ჩათვლის, თავის პოზიციას გააჟღერებს.

„ის ცვლილებები, რომელიც ახლა ხორციელდება მიმართულია პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვისკენ. ეს პირველი მცდელობა არ არის. საინტერესოა, ამ ცვლილების განმარტებით ბარათში წერია, რომ ეს ცვლილება ემსახურება 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას, რაც პირიქით არის.

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება – უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა

კანონპროექტის ავტორები პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი არიან.

ეს გვაშორებს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან, იმ რეკომენდაციებისგან, რომელიც ევროკავშირმა მოგვცა. არ შეიძლება 1 ნაბიჯი გადადგა წინ და ორი ნაბიჯი უკან, ამით ვინმეს დაუახლოვდე, პირიქით, იქაც ვეღარ იქნები, სადაც იყავი, უკან იქნები. პრეზიდენტი, როდესაც საჭიროდ ჩათვლის, მოგახსენებთ თავის პოზიციას“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში ინიცირებულია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს 8 მაისის სხდომაზე წარედგინა.

პოპულარულები