მაკუნა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის ფოტოებს გვიზიარებს.
ფოტოზე ვხედავთ, პატარა იოანეს ვოზორიტიდით მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ.
როგორც მაკუნა აღნიშნავს, იოანეს 7 სანტიმეტი აქვს მომატებული.
მაკუნა გოჩაშვილი, რომელიც თავადაც აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის დედაა, ასევე წერს, რომ მის შვილს ერთ თვეში გადაამოწმებენ.
„ეს საოცარი before-after მინდა გაგიზიაროთ
ეს იოანეა, 5 წლის, ოქტომბერში დაიწყო წამლის – Vosoritide – მიღება და მას მერე 7 სანტიმეტრი აქვს მომატებული. ფოტო მარცხნივ გადაღებულია ზუსტად ერთი წლის წინ, ფოტო მარჯვნივ – რამდენიმე დღისაა.
ამ ეტაპზე უკვე 16 ბავშვია ჩართული ვოზორიტიდით მკურნალობაში, გამოჩნდნენ ახლებიც, რეგიონებიდან და სარგებლობენ პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო კვლევითა თუ მკურნალობით, არა მხოლოდ ამ წამლით.
პეტრეს გადავამოწმებთ ერთ თვეში და დაგააფდეითებთ“ – წერს მაკუნა.