“ეს იქნება სამი ინტენსიური დღე და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იმისთვის, რათა ვნახოთ, შესაძლებელი იქნება თუ არა ჩიხიდან გასვლა”-ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრამდე გააკეთა.
„ახლა მივდივარ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, მიშელის პირად წარმომადგენელთან შესახვედრად, რომელიც მან დანიშნა აქ პირველ მარტს გამართული შეხვედრების შემდეგ. ეს იქნება სამი ინტენსიური დღე და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იმისთვის, რათა ვნახოთ, შესაძლებელი იქნება თუ არა ჩიხიდან გასვლა“,- განაცხადა ჰარცელმა.
ცნობისთვის, არსებული პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას და მხარეებს შორის მედიატორობას კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან ერთად შეეცდება.
“მოუთმენლად ველოდები ამ დღეებში პოლიტიკურ მხარეებთან მუშაობას” – კრისტიან დანიელსონი
კრისტიან დანიელსონი თბილისში იმყოფება
