LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს იყო ბიჭი, რომელსაც მოვწონდი და მეც მომწონდა.. ავარია ზუსტად ჩემს სახლთან მოხდა, სულ მქონდა სინანული..“ – საბედისწერო ზარი და ქრისტინე იმედაძის პირველი სიყვარულის ტრაგიკული დასასრული

627
fot

მომღერალი ქრისტინე იმედაძე გადაცემას „ია ფარულავას კონვერტი“ სტუმრობდა, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენა თავისი პირველი სიყვარული – სერგუნა კოპალაძეზე, რომელიც ახალგაზრდა ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.

ქრისტინე იმედაძის თქმით, ეს იყო მის ცხოვრებაში ყველაზე რთული დღეები, რომელსაც დღესაც ვერ ივიწყებს.

„სერგუნას ოჯახი და ჩემი ოჯახი მეგობრობდნენ. ეს იყო ბიჭი, რომელსაც მოვწონდი და მეც მომწონდა. ის საქართველოში არ ცხოვრობდა და არდადეგებზე ჩამოდიოდა. 2002 წელი იყო, ქასტინგიდან გაციებული დავბრუნდი, გვიან ღამით დამირეკა, რადგან ავად ვიყავი, უნდოდა ყურადღება გამოეხატა და რაღაც მოეტანა. დამირეკა, წყნეთიდან მოვდივარ და რაღაცებს მოგაწვდიო, გვიანი იყო და უარი ვუთხარი.. ამ დროს ტელეფონი გაითიშა..

ტელეფონის გათიშვა და ხმა ფანჯრიდან ერთად გავიგე.. [ავარია] ზუსტად ჩემს სახლთან მოხდა, სულ მქონდა სინანული, იქნებ რომ წამოეღო, რაც უნდოდა, იქნებ სხვაგან აღარ გაევლო..

 

 

საბედისწერო ზარი | ქრისტინე იმედაძე

? ქრისტინე იმედაძის პირველი სიყვარულის ტრაგიკული დასასრული

Posted by მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან on Monday, 18 September 2023

 

უკან არ გადამირეკავს, უსიამოვნო შეგრძნება მქონდა, ლოგინზე ვიჯექი და ველოდებოდი, როდის გათენდებოდა, დილას ერთხელ ავკრიფე მისი ნომერი, ავტომოპასუხემ მიპასუხა.. ამ სტრესის მართვა დიდხანს მომიწია.. ჩემს ადგილას ვიღაც შეიძლება ჩაწოლილიყო, სულ მოდიოდა ძალა, რომელიც მეხმარებოდა..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები