LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს იყო სანახაობრივი გამოფენა… ITB-ზე საქართველოზე უკეთეს პარტნიორს ვერც შევარჩევდით” – გამოფენის დირექტორი

127
itb (6)

ITB Berlin-ის ტურისტული გამოფენის ბოლო დღეს საქართველოს სტენდთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორს, დებორა რუთს შეხვდნენ. დებორა რუთმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა იმ აქტივობებისთვის, რომლებიც გამოფენის ფარგლებში მოეწყო.

“ეს იყო სანახაობრივი გამოფენა. სამი დღის განმავლობაში მოეწყო საქმიანი შეხვედრები. ეს განსაკუთრებული გამოფენაა, რადგან პანდემიის შემდეგ ბერლინში ტურიზმის ინდუსტრიის ხელახლა შეკრებით დიდი განახლება მოხდა. ამ განახლებისთვის ITB-ზე საქართველოზე უკეთეს პარტნიორს ვერც შევარჩევდით. მოხარულები ვართ, რომ საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა. საქართველოში მოგზაურობა და შესწავლა ნამდვილად ღირს. ჩვენი გამოფენის შემდეგ, ვფიქრობ, მთელმა მსოფლიომ გაიცნო საქართველო და ძალიან ბევრი ეწვევა თქვენს მშვენიერ ქვეყანას”, – განაცხადა დებორა რუთმა.

"მქონდა პატივი, ბერლინში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე ვყოფილიყავი მასპინძელი" - ღარობაშვილი ITB Berlin-ზე 

"ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე გამოვკვეთე ტურიზმის ჰაბად საქართველოს ფორმირების პოტენციალიც. საქართველოს მდიდარ კულტურასა და ბუნებას ბევრის შეთავაზება შეუძლია მსოფლიოსთვის", - წერს პრემიერი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ITB Berlin 2023-ზე გამოფენის მთავარი, საქართველოს სტენდი 1000 კვ.მ.-მდე ტერიტორიაზე იყო განთავსებული, სადაც 80-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში მონაწილეობდნენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და აეროპორტების გაერთიანება.

“აქ ეყრება საძირკველი საქართველოში უახლოესი წლების ტურისტული ინდუსტრიის მომავალს და ამ დროს “ბიბისის” ახალი ამბები დღეს დილით იწყება თბილისის ქუჩებში მომხდარი “ქაოსის” კადრებით” – ალავერდაშვილი 

“არა რუსულ კანონს!!!” – ITB Berlin 2023-ის მონაწილეები თბილისში მიმდინარე პროტესტს უერთდებიან 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g